ნებისმიერი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება, რომელიც შესაბამისობაში მოდის ქვეყნის და საერთაშორისო საგადასახადო კანონმდებლობასთან.

ჩვენი გუნდი ფლობს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების საკითხებში მრავალწლიან გამოცდილებას, რაც უზრუნველყოფს თქვენი აღრიცხვის სისტემის და სტრუქტურის ფორმირებას ყველა სტანდარტის გათვალისწინებით.

ჩვენი სერვისები მოიცავს:

  • ბუღალტრული აღრიცხვის მომსახურება „აუტსორსინგით“, საწარმოს საქმიანობის ადგილზე, ან დისტანციურად;
  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების საშუალებებით;
  • სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრა;
  • ანგარიშთა გეგმის შემუშავება;
  • ეკონომიკური მოვლენების ამსახველი დოკუმენტების წარმოებისა და კონტროლის მექანიზმების და პროცედურების შემუშავება;
  • სააღრიცხვო ინფორმაციის დამუშავების ვადებისა და ტექნოლოგიის განსაზღვრა;
  • ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა, ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცედურების განსაზღვრა;
  • პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების აღრიცხვა;
  • ბუღალტრული ბალანსის, მოგება-ზარალის უწყისის, ფულადი სახსრებისა და კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა;
  • სტატისტიკური ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა.